ყველა მხარეს ​მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს – NGO-ები

0
226

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ საბოლოო დოკუმენტს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.

ისინი მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა აქტორს, დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ.

“მისასალმებელია, რომ მედიაციაში ჩართულმა ცალკეულმა პარტიებმა დოკუმენტის ხელმოწერის მზაობა გამოხატეს, თუმცა სამწუხაროდ, ნაწილის ნება არ არის მკაფიოდ გამოხატული.

საქართველოს წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები, მძიმე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ყველა პოლიტიკურ პარტიისგან მოითხოვს ისეთ კომპრომისს, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში, რაც დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღების წინაპირობაა.

დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა და წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულების რეალური გზაა. მოვუწოდებთ მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვისთვის შექმნილი საფრთხე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით, ხელი მოაწერონ წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი იმპლემენტაცია მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”,-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

წინა სტატიასალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა გარკვეული პირობით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური