მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნიკა მელია ცოტახანში შესათანხმებელ დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას საჯაროდ გაავრცელებს'' - ადვოკატი ...

,,ნიკა მელია ცოტახანში შესათანხმებელ დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას საჯაროდ გაავრცელებს” – ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, მელია ცოტახანში შესათანხმებელ დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას საჯაროდ გაავრცელებს. მან ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა.

“შევხვდი ნიკას, გვქონდა კომუნიკაცია ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით, უახლოეს წუთებში, საჯაროდ გავრცელდება განცხადება სადაც დეტალურად იქნება ახსნილი ნიკა მელიას პოზიცია აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ამაზე მეტ კომენტარს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოგცემთ”, – თქვა გიორგი კონდახაშვილმა.

ცოტა ხნის წინ,”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა თამარ კორძაიამ ,,მთავარი არხის” გადაცემაში ,,დღის სტუმარი” განაცხადა , რომ მისი ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

“მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ ამ პროცესს, მე ამ წუთასაც ვიცი, რომ ნიკა მელიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები და ნიკა მელია არის მთავარი, წამყვანი ფიგურა ამ პროცესში, რადგან უშუალოდ მას ეხება და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მე მესმის ამ ადამიანის, რადგან ის არის უკანონო პატიმარი და უკანონო პატიმარსაც აქვს თავისი ღირსება, რომელსაც ის იცავს ისე, როგორც მას ეს მიაჩნია სწორად. როგორც ვიცი ამწუთას მასთან არიან შეხვედრაზე”, – თქვა თამარ კორძაიამ

კორძაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდეს დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხშიც.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...