მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

Published on

ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, აკაკი მინაშვილმა თქვა და აღნიშნა, რომ პოლიტპატიმრების გამოშვების თემა ძალიან ბუნდოვანია. 

ენმ-სთვის ასევე მიუღებელია თვითმართველობის არჩევნების ვადამდელთან დაკავშირება. 

“აქ საუბარია გირაოზე და თქვენ კარგად იცით ჩვენი და ნიკა მელიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარია ამნისტიაზე საკმაოდ ფართო გაგებით, რომელიც მოიცავს იმ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც გადამეტებული ძალის გამოყენებით ზიანი მიაყენეს,რუსეთის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ ჩვენს მოქალაქეებს. მიუღებელია ეს შემოთავაზება და ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას არ მივიღებთ.

ის შემოთავაზება, რომელიც ეხება ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიბმა ვადამდელზე. ეს არის არასწორი მიდგომა. თვისობრივად სხვადასხვა არჩევნებია და ასეთი მიდგომა, კიდევ უფრო გაამძაფრებს და დაამძიმებს ვითარებას და კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას მოახდენს, ამიტომ ეს პრინციპი არის ჩვენთვის მიუღებელი”. – ამბობს მინაშვილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი  დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

დოკუმენტი მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...