ამ შეხვედრაზე არა ქართულ ოცნებასთან, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან – მდინარაძის განმარტება

0
254

“შეხვედრაზე არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან” – ასე განმარტა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რატომ არ მივიდნენ დღეს, ელჩებთან შეხვედრაზე. ამის შესახებ მდინარაძემ “იმედთან” ისაუბრა.

ჩვენ ამის შესახებ პარტნიორები წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ბუნებრივია მათ ეს იცოდნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრაზე არა ქართულ ოცნებასთან, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.

პარტიის თავმჯდომარე არ იმყოფება საქართველოში, პრემიერმინისტრი თვითიზოლაციაშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია პოლიტსაბჭოს სხდომის და უმრავლესობის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, პოლიტსაბჭო და უმრავლესობა შეიკრიბება და გავახმოვანებთ პარტიის ერთიან პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”,, – ამბობს მდინარაძე.

წინა სტატიაშარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტი (სრული ვერსია)
შემდეგი სტატიარუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური