თბილისის მერია ოპოზიციას საშუალებას არ აძლევს, რომ ხვალ რიყის პარკში დაგეგმილი შეხვედრისთვის სცენა ააწყონ

0
371

ოპოზიცია რიყის პარკში შეკრებას ხვალ, 19 აპრილს, გეგმავს, მაგრამ თბილისის მერია საშუალებას არ აძლევს, რომ ხვალინდელი შეხვედრისთვის რიყის პარკში სცენა ააწყონ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, სცენის მონტაჟის დროს ადგილზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მივიდნენ და სცენის აწყობის საშუალება არ მისცეს. 

მისი განმარტებით, კანონის თანახმად, თუ ტრანსპორტის გადაადგილებას ხელი არ ეშლება, მერიისთვის შეკრების წინასწარ შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუმცა ოპოზიციამ ამის მიუხედავად, ნებართვა მაინც ითხოვა.

წინა სტატიახაიშში პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთი დაშავდა — შსს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. მის ფსიქიკურ მდგომარეობას ექსპერტიზა შეისწავლის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური