მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა 3 საათით გადაიდო

ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა 3 საათით გადაიდო

Published on

ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა 3 საათით გადაიდო, მიზეზი უცნობია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 14:00 საათზე დაგეგმილი შეხვედრა 17:00 საათზე გაიმართება.

პარტიები ერთმანეთს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდებიან და სავარაუდოდ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე იმსჯელებენ. ცნობილია, რომ შეხვედრას ევროკავშირისა და ამერიკის ელჩები დაესწრებიან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში არ ჩამოსულა.

ეს არის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია დოკუმენტს  ხელს აწერს.როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა,  ქართული ოცნება მზად არის, 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ისინი ოპოზიციის მოთხოვნებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განიხილავენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყდება ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი.

ქართული ოცნების მიერ დოკუმენტზე ხელმოწერას წინ უძღოდა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი. კობახიძის განცხადებით, აშშ-ში შეხვედრებისას პარტნიორები მიანიშნებენ, რომ მათ, როგორც მმართველმა პარტიამ კრიზისის გადასაჭრელად ნაბიჯები უნდა გადადგან.

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...