ხაიშში პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთი დაშავდა — შსს

0
391

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე 3 პირი: 1979 წელს დაბადებული ვ.გ. 1990 წელს დაბადებული გ.უ. და 1992 წელს დაბადებული გ.უ. დააკავეს. 

პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 აპრილს, ხაიშში სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – წერია უწყების განცხადებაში.

წინა სტატიაჯვარი-მესტიის მონაკვეთზე გადაადგილება შეფერხებულია, კლდიდან ჩამოშლილმა ნაზვავმა გზა გადაკეტა
შემდეგი სტატიათბილისის მერია ოპოზიციას საშუალებას არ აძლევს, რომ ხვალ რიყის პარკში დაგეგმილი შეხვედრისთვის სცენა ააწყონ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური