ჯვარი-მესტიის მონაკვეთზე გადაადგილება შეფერხებულია, კლდიდან ჩამოშლილმა ნაზვავმა გზა გადაკეტა

0
257

ბოლო დღეების უამინდობის გამო, ჯვარი-მესტიის მონაკვეთზე, რამდენიმე ადგილას, კლდის ნაშალია ჩამოსული. ადგილზე კლდიდან ქვები ცვივა, რის გამოც გადაადგილება შეფერხებულია. ჩანგრეულია გზის ცენტრალური ნაწილიც. სპეცტექნიკის გარეშე კი გაწმენდითი სამუშაოები ვერ ხერხდება.

ადგილობრივების თქმით, რამდენიმე ადგილზე ჩანგრეულია ბეტონის გზა. ადგილობრივები მთავარი არხის ჟურნალისტთან ემა გოგოხიასთან საუბარში ასევე ამბობენ, რომ თუ გზის აღდგენის სამუშაოები არ დაიწყება, გზა შესაძლოა მთლიანად ჩამოიშალოს.

წინა სტატიაქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა 3 საათით გადაიდო
შემდეგი სტატიახაიშში პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთი დაშავდა — შსს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური