სამეგრელოში 4 უკანონო სახერხი აღმოაჩინეს

0
1772

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელოში არარეგისტრირებული 4 სახერხი საამქრო გამოავლინეს. კერძოდ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში, მოქალაქეს, ერთი უკანონო ლენტური სახერხი საამქრო, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. აქვე იყო თხმელას სახეობის 15 ერთეული დაუფირნიშებელი მორი. დაურეგისტრირებული, ლენტური ტიპის 3 სახერხი საამქრო გამოავლინეს მარტვილის სოფლებში – სალხინოში, ლეცავესა და ინჩხურში. მოქალაქეებს, სახერხი დანადგარები საქმიან და საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. სამი სახერხი საამქროს ტერიტორიებიდან, ჯამში ამოღებულია 9 ერთეული წიფელას სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), 4 ერთეული წიწვოვანი (ნაძვი) დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და 2 მ3ნაძვისა და წიფელას სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. “ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

წინა სტატიაბულგარეთის სასამართლომ რუსეთის პატრიარქი კირილი კგბ-ს აგენტად აღიარა
შემდეგი სტატია,,საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გამო დაკავებულ წურწუმიას ბინის მეიჯარე სახლიდან გაშვებით ემუქრებოდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური