პოლიციამ გუმათში რკინის კედელი აიღო

0
282

პლიციამ სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი აიღო. კედლის აღება დღეს, გამთენიისას მოხდა. ამ ეტაპზე ადგილზე მხოლოდ რკინის მცირე ჯებირები რჩება. კედელი გუმათში რამდენიმე დღის წინ აქციების პარალელურად მოეწყო.

აქციის მონაწილეები, რომლებიც 3 თვეა „ნამოხვანჰესის“ კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი – რკინის კედლის აღება უკვე შესრულდა.

პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანას და სოფელ ნამოხვანისკენ, სადაც ჰესის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თავისუფლად გადააადგილებას.

როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები განმარტავენ, აღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში მზად არიან, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

წინა სტატიაოპოზიციამ რომ დანიელსონის დოკუმენტს ხელი მოაწეროს, უნდა შედგეს შეთანხმება პოლიტიკურ პატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზეც
შემდეგი სტატიადანიელსონის დოკუმენტზე “ოცნების” ხელმოწერას ევროპას და აშშ-ში ეხმაურებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური