დანიელსონის დოკუმენტზე “ოცნების” ხელმოწერას ევროპას და აშშ-ში ეხმაურებიან

0
282

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას,მოაწეროს ხელი ე.წ. დანიელსონის დოკუმენტს, ევროპარლამენტში ეხმაურებიან:„როგორც იქნა, კარგი ამბავი საქართველოდან, არჩილ თალაკვაძემ გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ევროპული საბჭოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილ შეთანხმებას.

მნიშვნელოვანი ნაბიჯია არსებული ჩიხიდან ნაყოფიერად გამოსასვლელად. ვიმედოვნებთ, რომ არ ნაბიჯს მიყვებიან სხვა დაინტერესებული მხარეები“, წერს ევროპარლამენტარი, ესპანეთის წარმომადგენელი ნაჩო სანჩეს ამორი „ტვიტერში“

ხელმოწერას ეხმაურება „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯერი კონოლი. ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალების ერთგულების გარშემო. მოხარული ვარ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს თავის მცდელობას ამ მიზნის მისაღწევად და ხელს უწყობს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომ იგივე გააკეთონ – წერს ის

საქართველოს ოპოზიციური ძალები კი აცხადებენ, რომ დოკუმეტს ხელს მოაწერენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე მოხდება

წინა სტატიაპოლიციამ გუმათში რკინის კედელი აიღო
შემდეგი სტატიაეს არის არსებული ჩიხიდან ნაყოფიერი გამოსვლისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი-ნაჩო სანჩე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური