მთავარისიახლეებიმსოფლიობულგარეთის სასამართლომ რუსეთის პატრიარქი კირილი კგბ-ს აგენტად აღიარა

ბულგარეთის სასამართლომ რუსეთის პატრიარქი კირილი კგბ-ს აგენტად აღიარა

Published on

ბულგარეთის სასამართლომ რუსეთის პატრიარქი კირილი კგბ-ს აგენტად აღიარა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ვალერი სიმეინოვმა პატრიარქ კირილს კგბ-ს აგენტი და “სიგარეტის რუსეთის მიტროპოლიტი” საჯაროდ უწოდა.

ყოფილმა გენერალმა და პრორუსული ორგანიზაციის “საერთაშორისო სლავური საზოგადოების – პერუნ 2000” ლიდერმა, “რუსოფილების” მოძრაობის მდივანმა და ასევე, “რენესანსის ბულგარეთის” თავმჯდომარემ, ემილ მილანოვმა სასამართლოში სიმეინოვის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამბობდა, რომ ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით, სავარაუდოდ, ყალბ და დისკრედიტაციის მატარებელ ინფორმაციას ავრცელებდა. 

თუმცა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ვალერი სიმეინოვმა სასამართლოში საკუთარი სიმართლის დამტკიცება მოახერხა. სასამართლომ მისი მტკიცებულებები დამაჯერებლად მიიჩნია. 

დადასტურებულია რომ რუსეთის პატრიქრქი კირილი საბჭოთა კგბ-ს მეორეხარისხოვანი აგენტია. ის  ვინც თქვა რომ ადამიანის უფლებები ახალი ერესია. მან ბულგარეთის პრეზიდენტის განსჯაც გაბედა… და ეს ცბიერი ადამიანი კიდევ რაღაცას ამბობს? – თქვა ვალერი სიმეინოვმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ როცა პატრიარქი კირილი მიტროპლიტი იყო, ფულს სიგარეტით შოულობდა და სახელმწიფოსგან ეკლესიისთვის შეღავათებსაც იღებდა. 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...