ბავშვს მოუხარშავი ლობიოს მარცვალი გადასცდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

0
5136

თბილისში, ისნის რაიონში უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს მოუხარშავი ლობიოს მარცვალი გადასცდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“წაიყვანეს კლინიკაში და გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ გული გაუჩერდა. ფილტვში იყო უკვე გადასული ლობიოს მარცვალი”, – უყვება ოჯახის ახლობელი “ინფო რუსთავს”.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სამეგრელოდანაა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ისინი თბილისში ცხოვრობდნენ.

წინა სტატია,,საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გამო დაკავებულ წურწუმიას ბინის მეიჯარე სახლიდან გაშვებით ემუქრებოდა
შემდეგი სტატიააგროდაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური