ზუგდიდელი ახალგაზრდა ბანკზე თავდასხმით იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული პრობლემის გაპროტესტებას ცდილობდა

0
330

შსს- მ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ავლაბარში” საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი ნიკოლოზ წურწუმია ზუგდიდელია .

“მთავარი არხის” ჟურნალისტის საუბრიდან წურწუმიას ახლობლებთან და მეზობლებთან ირკვევა, რომ თავდამსხმელის მშობლები სამუშაოდ საზღვარგარეთ არიან და თავად ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მათ უჭირთ დღეს მომხდარზე საუბარი და ამბობენ, რომ წურწუმიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, გადატანილი აქვს ოპერაცია.

შეგახსენებთ, სავარაუდოდ ნიკოლოზ წურწუმია დღეს ნისიად ნაყიდი პნევმატური იარაღით შეიარაღებული შეიჭრა ბანკში და მძევლები აიყვანა.

ამ დროისათვის იგი დაკავებულია, ხოლო მძევლები – თავისუფალი. უცნობია, რას ითხოვდა ახალგაზრდა. არაოფიციალურად ხმაურდება. რომ იგი იპოთეკასთან დაკავშირებულ თავის პრობლემას აპროტესტებდა.

წინა სტატიარით უპასუხებს პუტინი ვაშინგტონის სანქციებს?
შემდეგი სტატიასასამართლომ გიორგი მუმლაძეს საპატიმრო უზრუნველყოფით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური