მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას" ეუთოს 12 ქვეყანის...

,,ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” ეუთოს 12 ქვეყანის ერთობლივი განცხადება

Published on

ეუთოს 12-მა ქვეყანამ: ბულგარეთმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა, ფინეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიტვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, შვედეთმა და უკრაინამ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გააკეთა.

ეუთოში ნორვეგიის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებული განცხადება პასუხად მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლას. 

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობას” – წერია განცხადებაში.

განცხადება შეეხო 2008 წლის აგვისტოს ომსა და რუსეთის ფედერაციის ვალდებულებებს საქართველოს მიმართ, ასევე კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებს. 12 ქვეყანა რუსეთს ერთობლივად მოუწოდებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილების სრულად შესრულებისკენ და მნიშველოვნად მიიჩნევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას სრულად მიჰყვეს [ECHR-ს] გადაწყვეტილებას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შეწყვეტის ჩათვლით, რათა იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ შეეძლოთ დაბრუნება, ასევე დაიწყოს ECHR-ს მიერ ხაზგასმული მოვლენების ეფექტური და ადექვატური გამოძიება. ჩვენ რუსეთის მოვალეობად მიგვაჩნია გამოიძიოს [ადამიანის უფლებათა] კონვენციის ის დარღვევებიც, რომლებიც კონფლიქტის აქტიურ ფაზაში მოხდა” – წერია განცხადების დასასრულს.

სიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...

“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო...

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა...