თბილისში “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალზე მორიგი თავდასხმა მოხდა

0
373

ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული, პერიმეტრი ყვითელი ლენტებითაა გადაკეტილი. დაკეტილია ასევე მეტროსადგური ავლაბარი, რომელიც იქვე მდებარეობს. სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს მოქალაქეებს.უკვე დაახლოებით ნახევარი საათია ადგილზე ეს ვითარებაა.

გავრცელებული ცნობებით, “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალზე მორიგი თავდასხმა მოხდა. ექსპრეს ფილიალში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და სავარაუდოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ბანკის შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, უცნობია, ფუნქციონირებდა თუ არა ეს სერვისცენტრი.

შსს-ს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ბანკის განცხადება, რომ ყველაფერს გააკეთებენ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლის უსაფრთხოება და შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს მათი უსაფრთხოებისთვის”, — აცხადებს ბანკი მდიასთან საუბარში

წინა სტატია,,ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” ეუთოს 12 ქვეყანის ერთობლივი განცხადება
შემდეგი სტატიასაქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური