თავდასხმა “საქართველოს ბანკზე” – შსს განცხადებას ავრცელებს

0
398

ავლაბარში, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, შსს პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებაში ინიციალების მიხედვით დასტურდება, რომ ბრალდებული 1993 წელს დაბადებული ნიკოლოზ წურწუმიაა

“გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა”, – წერია უწყების განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს -ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით

წინა სტატია“საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი 28 წლის ნიკა წურწუმია დაკავებულია
შემდეგი სტატია,, მსოფლიოს ახასიათებს ხანდახან ასეთი დანაშაულები, როგორიც არის ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა – გია ვოლსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური