სასამართლომ გიორგი მუმლაძეს საპატიმრო უზრუნველყოფით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

0
318

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტს გიორგი მუმლაძეს საპატიმრო უზრუნველყოფით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა . პროკურატურა 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე თავდებით გათავისუფლებას. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

შსს-მ მუმლაძეს პოლიციელზე ძალადობას ედავება. მუმლაძე თანხის გადახდამდე საპატიმროში რჩება. მაგრამ 50%-ის გადახდის შემთხვევაში, გიორგი მუმლაძე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას”, — განაცხადა ადვოკატმა. გირაოს თანხას სამოქალაქო აქტივისტები შეაგროვებენ. ჩარიცხვები უკვე დაიწყო.

წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა პირველ ივნისს 11 საათზე.

გიორგი მუმლაძეს პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იგი”ქართული ოცნების” ოფისთან გამართული აქციის დროს, 14 აპრილს დააკავეს, როცა სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული რეგიონიდან გადმომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იძულებითი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ. მას ბრალი ედება პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფაში, ხელზე კბენაში, თუმცა ეს მოხდა მაშინ, როცა პოლიციელი მის დაკავებას მოხრჩობით, მოგუდვით ცდილობდა.

ამ წუთებში სასამართლოსთან შეკრებილი აქტივისტები აგროვებენ ფულს მეგობრის დასახსნელად -მოითხოვენ საბანკო რეკვიზიტებს, რომელზედაც უნდა გადარიცხონ საჭირო თანხა.

წინა სტატიაზუგდიდელი ახალგაზრდა ბანკზე თავდასხმით იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული პრობლემის გაპროტესტებას ცდილობდა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს აწერს – არჩილ თალაკვაძემ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური