“საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი 28 წლის ნიკა წურწუმია დაკავებულია

0
342

“საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი 28 წლის ნიკა წურწუმიაა. არსებული ინფორაციით, წურწუმია ზუგდიდელია და თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

თავდასხმა თბილისში დღეს მოხდა. ავლაბარში მდებარე ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და 4 მძევალი აიყვანა. დაახლოებით 2 საათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ყველა მძევალი თავისუფალია.ნიკა წურწუმია დაკავებულია.

თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძისგანცხადებით, მძევლების რაოდენობასა და თავდამსხმელის მოთხოვნებზე ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს. სირაძე არ დაუკონკრეტებია თუ რა შეიარაღება ჰქონდა თავდამსხმელს. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.

წინა სტატია45 დღიანი სკოლაში გამოუცხადებლობა მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძველი იქნება – განათლების სამინისტრომ ახალი ცვლილება მიიღო
შემდეგი სტატიათავდასხმა “საქართველოს ბანკზე” – შსს განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური