მთავარისიახლეებიმსოფლიორით უპასუხებს პუტინი ვაშინგტონის სანქციებს?

რით უპასუხებს პუტინი ვაშინგტონის სანქციებს?

Published on

16 აპრილს კრემლში  განაცხადეს, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი არ იზიარებს ერთ ხედვას ორმხრივად სასარგებლო კავშირების შექმნაზე და ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, გადაწყვეტს, თუ რა სანქციებით უპასუხოს ვაშინგტონს.

15 აპრილს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა. 

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ პრესაში რუსეთისთვის აშშ-ს სანქციების დაწესების ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რუსული რუბლი გაუფასურდა. 

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ პუტინს მრავალჯერ უთქვამს, რომ რუსეთი იმდენადაა მზად აშშ-სთან თანამშრომლობისთვის, რამდენადაც ვაშინგტონია ამისთვის მზად. 

პესკოვს არ უთქვამს, თუ როდის დააანონსებენ საპასუხო სანქციებს. 

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის 13 აპრილს სატელეფონო საუბარი გაიმართა.  ​ბაიდენმა პუტინს შესთავაზა, უახლოეს თვეებში, მესამე ქვეყანაში სამიტზე შეხვდნენ და განიხილონ აშშ-სა და რუსეთის წინაშე არსებული საკითხები.

საუბრისას ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების უეცარ მობილიზებასთან დაკავშირებით. ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხრიდან ” უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა”.

გასულ თვეს  ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა,რომ პუტინი მკვლელია და ის აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის პასუხს აგებდა. რასაც ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა და თქვა, რომ “ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის”.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...