,, მსოფლიოს ახასიათებს ხანდახან ასეთი დანაშაულები, როგორიც არის ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა – გია ვოლსკი

0
247

ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ავლაბარში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხის შესახებ კომენტარი გააკეთა.

,,სამწუხაროა, მაგრამ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ახასიათებს ხანდახან ასეთი დანაშაულები, როგორიც არის ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა. საქართველოში სოციალური პრობლემები რომ არსებობს ეს არ გამოდგება ამის ინდიკატორად.

იქნებ შეკითხვა მაინც დასვათ, ყველანაირი სტატისტიკით მძიმე დანაშაულები ორჯერ, თუ მეტჯერ არის შემცირებული. გაზრდილია დანაშაულებების რაოდენობა, რომელსაც საერთოდ ყურადღება არ ექცეოდა და მათ შორის იყო ოჯახური ძალადობის თემა, კიბერდანაშაულზე ხომ არაფერს ვამბობ. სამწუხაროა, მაგრამ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ახასიათებს ხანდახან ასეთი დანაშაულები, როგორიც არის ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა. საქართველოში სოციალური პრობლემები რომ არსებობს ეს არ გამოდგება ამის ინდიკატორად.” – განაცხადა ვოლსკიმ

ავლაბარში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დღეს, 16 აპრილს, დაახლოებით, 12:00 საათზე  შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

წინა სტატიათავდასხმა “საქართველოს ბანკზე” – შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჩინური სიმოფარმით ვაქცინაციას საქართველო მაისში დაიწყებს – ვაქცინაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური