დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მოაწილეობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყნებენ

0
264

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს ოფიციალურად დღეს, 16 აპრილს .12:00 საათზე, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში წაუყენებენ.

გიორგი მენაბდე უწყების ცნობით გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებული დეკანოზ შიო მენაბდის შვილია.

გიორგი მენაბდეს დავით სარალიძის მამა სავარაუდო მკვლელებს შორის მაშინვე მოიაზრებდა. სარალიძის ადვოკატი ამბობს, რომ საქმე არც ამ დაკავებით ამოწურულა, რადგან დასადგენია ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც გამოძიებას შეუშალეს ხელი.

მენაბდის ადვოკატი დავით დადიანი საქმის დეტალებზე არ საუბრობს, ვინაიდან საქმის მასალებს ამ ეტაპზე არ იცნობს.

ცნობისთვის, გიორგი მენაბდე შსს-მ გუშინ დააკავა.უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ – გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

წინა სტატიაბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიორგი მუმლაძის პროცესი 14:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურა საპატიმრო გირაოს – 5 000 ლარს ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური