მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩინური სიმოფარმით ვაქცინაციას საქართველო მაისში დაიწყებს - ვაქცინაციის საბჭომ გადაწყვეტილება...

ჩინური სიმოფარმით ვაქცინაციას საქართველო მაისში დაიწყებს – ვაქცინაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო

Published on

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჩინური ვაქცინით, სინოფარმით ვაქცინაციას საქართველო მაისში დაიწყებს. გადაწყვეტილება ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

დღევანდელი ეპიდსიტუაცია და ის, რომ ასტრაზენეკას არჩევანი გვაქვს მხოლოდ 55 წლის ზემოთ, ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, რომ დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო, ვაქცინის სრული აღიარება თუ არ მოხდა აპრილის ბოლოს, ამას კიდევ არ უნდა შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი, ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, ავტორიზაცია  დაგეგმილია აპრილის ბოლოსთვის და ვაქცინაცია ქვეყანაში დაიწყება მაისის დასაწყიდიან

“ეპიდემიური რისკების და მოსალოდნელი სარგებლის გათვალისწინებით, ექსპერტები უჭერენ მხარს, რომ სინოფარმის ვაქცინის გამოყენება დროულად დაიწყოს”.რეგისტრაციის პროცესი 27 აპრილიდან გაიხსნება, იმიტომ, რომ მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში” – თქვა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, ჩინური ვაქცინის ავტორიზაციის საკითხის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპრილის ბოლომდე განიხილავს.”კარგია თუ ეს დროულად დასრულდება,

სინოფარმის ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყანაში და 200  მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყანაში, ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტურად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში დაასაწყობეს. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არაა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ  ჩინური ვაქცინა პირობით შეიძინეს – აპრილის ბოლომდე ავტორიზაცია უნდა მიიღოს.

. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინური Sinopharm-ის 1 დოზა 18-20 დოლარი უჯდებათ, Pfizer-ი 11-12 დოლარად იყიდეს.

Sinopharm-ის ვაქცინა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის მიერ, 2020 წელს შეიქმნა. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის, სინოფარმის მიხედვით, კლინიკურ ცდებში ვაქცინა 79%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.  

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...