მთავარისიახლეებისაზოგადოება45 დღიანი სკოლაში გამოუცხადებლობა მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძველი იქნება - განათლების სამინისტრომ...

45 დღიანი სკოლაში გამოუცხადებლობა მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძველი იქნება – განათლების სამინისტრომ ახალი ცვლილება მიიღო

Published on

განათლების სამინისტრომ ახალი ცვლილება მიიღო, რომლის მიხედვითაც 45 დღიანი სკოლაში გამოუცხადებლობა მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძველი იქნება. ამ ცვლილებების შესახებ განათლების სამინისტრო დამატებით განმარტებებს აკეთეს:

„პირველად, მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესში ჩართულობის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააწესა რეგულაციები, რომელიც სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს. საბოლოო ჯამში, იმისათვის, რომ მოზარდი სკოლის მიღმა არ აღმოჩნდეს, პროცესში მთელი განათლების სისტემა ერთვება”. – ამბობს განათლების სამინისტრო

ახალი რეგულუციებით, განათლების სამინისტროს გაუჩნდა ბერკეტი მოზარდის სკოლაში დასაბრუნებლად შემდეგი ღონისძიებები გაატაროს:

  1. ყოველდღიური მონიტორინგის საფუძველზე, არაუგვიანეს მე-10 დღეს, კლასის დამრიგებელი ვალდებულია სკოლის ადმინისტრაციას წარუდგინოს წერილობითი ანგარიში
  2. ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ კი, პროცესში კლასის დამრიგებელთან ერთად, განათლების სისტემის სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან, რომლებიც ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში მოსწავლის ოჯახში მივლენ.
  3. 45 დღიანი გამოუცხადებლობა მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძველი იქნება. სტატუსის აღდგენა შესაძლებელია მშობლის განცხადების საფუძველზე, მიმართვისთანავე.

აქამდე სტატუსის შეჩერების საფუძვლად 90 სასწავლო დღის ზედიზედ გაცდენა ითვლებოდა.  აქამდე სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება, მოზარდის სკოლაში დასაბრუნებლად გაეტარებინა საჭირო ღონისძიებები. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე 90-დღიანი ვადის ამოწურვამდე ერთხელ მაინც გამოცხადდებოდა სკოლაში, მისთვის გაცდენების აღრიცხვა თავიდან იწყებოდა 

თუ ტექნიკური პრობლემების გამო მოსწავლეს არ აქვს წვდომა ტელესკოლასა და ონლაინსწავლებაზე, მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მასთან კომუნიკაცია ნებისმიერი, მათ შორის სატელეფონო ფორმით. ხოლო მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს სკოლასთან. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოსწავლე დისტანციური სწავლების დროს სტატუსი შეჩერებისგან დაცულია

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...