მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს კახეთიდან იწყებს

ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს კახეთიდან იწყებს

Published on

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებენ. პირველი შეხვედრა, დღეს 15 აპრილს კახეთში შედგება.

დილიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და თელავისკენ გაემართებიან. დაგეგმილია შეხვედრები, როგორც თელავში ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში. – მათ ორ მთავარ მოთხოვნად, ამ დრომდე, პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რჩება. ისინი ამბობენ, რომ ამ პირობების შესრულების გარეშე, “ოცნებასთან” მოლაპარაკებას არანაირი აზრი არ აქვს. ნიკა მელიას და გიორგი რურუას ციხეში დატოვებით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს  პირდაპირ უთხრა, რომ ოცნება პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას აგრძელებს.

ცნობისთვის, ოპოზიცია, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია ოპოზიციურმა პარტიებმა 20 მარტს დააანონსეს და განაცხადეს, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...