ახალგაზრდობის სააგენტომ “მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმა დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას. ამ მიზნით შეხვედრები გაიმარტა სენაკსა და ხობში.
“რეფორმის აღნიშნული მიმართულება კომპლექსურ მიდგომებს გულისხმობს, მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, ადგილზე ,,ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების“ კვლევა ჩატარდება, აღნიშულ კვლევას დაეფუძნება, ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.”- აცხადებს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი.
ამასთან, ორგანიზაცია გეგმავს რეფორმის მონაწილე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი 2 თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ,,ახალგაზრდობის კოორდინატორად” გადამზადება.