მთავარისიახლეებიპოლიტიკასირცხვილია როცა საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ - არჩილ თალაკვაძე ოცნებიდან წასულ დეპუტატებზე

სირცხვილია როცა საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ – არჩილ თალაკვაძე ოცნებიდან წასულ დეპუტატებზე

Published on

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სირცხვილია როცა საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რომელთა მოსაგვარებლად მუშაობა შენი პასუხისმგებლობაცაა. ასე ეხმაურება იგი 6 დეპუტატის მიერ  ქართული ოცნების დატოვებასა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდში გადასვლას..

“ასეთი ნაბიჯი არის გაუმართლებელი. უბრალოდ სირცხვილია, როდესაც შენს საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო”, — აცხადებს თალაკვაძე.

თალაკვაძის შეფასებით, დეპუტატების წასვლა გახარიას არათანმიმდევრული დამოკიდებულების დადასტურებაა.

“ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში, დღეს, კიდევ ერთხელ დადასტურდა.

სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახემწიფო ინტერესების და მიზნების ნაცვლად, პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების დროს”, — ამბობს არჩილ თალაკვაძე.

რაც შეეხება ქართული ოცნებას, “მეეჭვება, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ — ნაციონალური მოძრაობამ, ლელომ, თუ ახალმა პარტიამ, რომელსაც ჩამოაყალიბებს გიორგი გახარია, გაუწიოს გადამწყვეტი კონკურენცია და გადამწონი ფაქტორი აღმოჩნდეს ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. თუმცა, ჩვენ შევქმენით ზუსტად ისეთი დემოკრატია ქვეყანაში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს ასპარეზი”, — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...