საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 432 ადამიანი განიკურნა, 7 კი გარდაიცვალა

0
304

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 085-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 432 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით 23 493 ადამიანია აცრილი.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი – 664 შემთხვევა;
აჭარა – 96;
იმერეთი – 52;
ქვემო ქართლი – 40;
შიდა ქართლი – 31;
გურია – 24;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 120;
კახეთი – 24;
მცხეთა-მთიანეთი – 22;
სამცხე-ჯავახეთი – 5;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 604 აქტიური შემთხვევაა. 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 264, აჭარაში – 390, იმერეთში – 360. მძიმე პაციენტია 426 პირი, მათ შორის, თბილისში – 209, აჭარაში – 54, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში -10, იმერეთში – 7. 338 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 201 – თბილისში, 126 – აჭარაში. 5 720 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 162 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 6. თვითიზოლაციაში იმყოფება 13 708 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 103 პირი, აჭარაში – 2 261, იმერეთში – 994.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 291 214-ს შეადგენს. აქედან 278 683 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 901 გარდაიცვალა.

წინა სტატიაპოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა
შემდეგი სტატიაგუმათში, ბარიკადებზე ბრახუნის არშეწყვიტის შემთხვევაში პოლიციამ პროპორციული ძალის გამოყენება დააანონსა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური