პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა

0
241

პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა. აქტივისტების თქმით, სამართალდამცავები ადგილზე გვიან ღამით მუშაობდნენ, ბარიკადები კი დღეს გამთენიისას დადგეს. 

ადგილზე რიონის ხეობის მცველები იკრიბებიან. პროტესტის ნიშნად ისინი რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ. ჯერჯერობით აქტივისტები ადგილზე მოვლენების განვითარებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, გუმათში ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია ENKA-ს ოფისთან, რიონის ხეობის მცველებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეებმა ნამახვანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და კომპანიის კუთვნილ მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. 

ადგილზე პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა.

წინა სტატია“რიონის მცველების” მსვლელობა- აქციის მონაწილეები ხეობის ბლოკირებას გეგმავენ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 432 ადამიანი განიკურნა, 7 კი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური