ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელებისთვის 5-დღიანი კარანტინი გაუქმდა

0
1390

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება. კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან.

ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

საბჭომ, ასევე გადაწყვიტა, რომ ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

წინა სტატიადაპირისპირება ქართული ოცნების ოფისთან – დაკავებულია რამდენიმე პირი
შემდეგი სტატიახობში ბაბუამ 23 წლის შვილიშვილი დაჭრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური