მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუმათში, ბარიკადებზე ბრახუნის არშეწყვიტის შემთხვევაში პოლიციამ პროპორციული ძალის გამოყენება დააანონსა

გუმათში, ბარიკადებზე ბრახუნის არშეწყვიტის შემთხვევაში პოლიციამ პროპორციული ძალის გამოყენება დააანონსა

Published on

პოლიცია აქტივისტებს მოუწოდებს, რომ თუ ბარიკადებზე ხელების რტყმას და ბრახუნს არ შეწყვეტენ, პროპორციულ ძალას გამოიყენებენ.

პოლიციამ გვიან ღამით გუმათჰესთან რკინის ჯებირები აღმართა. ადგილზე შეკრებილი რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირს მუშტებს ურტყამენ და ცდილობენ პოლიციას დისკომფორტი ამ ფორმით შეუქმნან.

აქტივისტებს პოლიცია ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევს.რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროტესტი არ შეწყდება:

“რასაც ვამბობდით ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ კერძო საკუთრებად არის გადაცემული უცხოური კომპანიისთვის მთელი რიონის ხეობა, ეს არის ნათელი მაგალითი და დემონსტრირება ამის. ხეობის შესასვლელი არის გადაკეტილი და ხელისუფლება იცავს კერძო პირის ინტერესს ამ შემთხვევაში მთელი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ვეუბნებით, რომ წარმოგვიდგინეთ კანონი, რის საფუძველზეც არ შეიძლება, რომ ხელი დაარტყა ამ ჯებირს, არ არსებობს, კანონდარღვევა ეს არ არის, შესაბამისად ხმაურს არ შევწყვეტთ”,- აცხადებს გოლეთიანი

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...