გიორგი მუმლაძეს სისხლის სამართლის დანაშაულს – კერძოდ, პოლიციელის ხელზე კბენას ედავებიან

0
325

“ქართული ოცნების” ოფისთან დაკავებული 5 აქტივისტიდან, ოთხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ხოლო ერთს, გიორგი მუმლაძეს, სისხლის სამართლის დანაშაულს. კერძოდ, მას პოლიციელზე ძალადობას ედავებიან.

“მოძრაობა საქართველოსთვის” აქტივისტები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი მმართველი გუნდის ოფისთნ 5-დღიანი არანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ.

აქტივისტები დღეს მათი თანამებრძოლებისთვის დაკავებას 6 საათზე შსს-სთან აქციით გააპროტესტებენ. ისინი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებენ, დაინტერესდეს აქტივისტების დაკავებებით.

დაკავებული აქტივისტები ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან. სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.

წინა სტატიაგიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის “პროექტი” არ არის – ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი ბექა ლილუაშვილი
შემდეგი სტატია,,ეჭვიც არ მეპარება, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის გეგმას ამუშავებს” – მიხეილ სააკაშვილი BBC-ის პირდაპირ ეთერში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური