გიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის “პროექტი” არ არის – ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი ბექა ლილუაშვილი

0
850

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის მტკიცებით, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის “პროექტი” არ არის. ამის შესახებ მან რუსთავი ორის დღის კურიერში ისაუბრა.

“ეს შეკითხვა დღეს საკმაოდ ბევრჯერ დაისვა. არის თუ არა ეს პროექტი ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ამაზე პასუხი არის ცალსახა, რა თქმა უნდა, არა. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ეს ძალიან საოპერაციო ხასიათის შეკითხვაა. პარტიის და პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსების შესაბამისი კანონმდებლობა არსებობს. ეს პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე და როცა პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდება, ეს პროცესი ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი”, — თქვა მან.

“მთავარი ამოცანა, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის დღის წესრიგში არის ჩვენი მარგინალიზაცია. რაც შეეხება დაფინანსებას, ეს პროცესი არის კანონმდებლობით გამჭვირვალე და როდესაც პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდება, ეს ინფორმაცია ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა “დღის კურიერში” ჩართვისას.

„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები“,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ განაცხადეს და განმარტეს, რომ გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნას იწყებენ.

წინა სტატიასირცხვილია როცა საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ – არჩილ თალაკვაძე ოცნებიდან წასულ დეპუტატებზე
შემდეგი სტატიაგიორგი მუმლაძეს სისხლის სამართლის დანაშაულს – კერძოდ, პოლიციელის ხელზე კბენას ედავებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური