მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არც ბატონი კოლომოისკი, ბატონი პლახოტნიუკი და შესაბამისად უკრაინა და მოლდოვა ელოდნენ, რომ...

,,არც ბატონი კოლომოისკი, ბატონი პლახოტნიუკი და შესაბამისად უკრაინა და მოლდოვა ელოდნენ, რომ აშშ მათ სანქციებს დაუწესებდა, მაგრამ დაუწესეს” – დევიდ კრამერი

Published on

არ ვიცი, როგორ უნდა გადაჭრა კრიზისი ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის მანამ, სანამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და გაათავისუფლოს ბატონი მელია – განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის და გერმანიის მარშალის ფონდის ონლაინ შეხვედრაზე  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დევიდ კრამერმა [ ბატონი რურუაც უნდა გათავისუფლეს, რადგან ეს უნდა მომხდარიყო 1 წლის წინ მიღწეული შეთანხმებით. ამ შეთანხმების ნაწილად ის არ გაუთავისუფლებიათ. თუმცა, ბატონი მელია წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ის [მოლაპარაკების] მაგიდასთან უნდა იჯდეს.

გულწრფელად რომ გითხრათ, ტაქტიკურად ეს ქართული ოცნების შეცდომაა, რადგან მათ რომ გამოუშვან ბატონი მელია, წნეხი შეიძლება თანაბრად გადანაწილებულიყო ყველა პარტიაზე, რომ რაღაც კომპრომისი ენახათ. შემდეგ ოპოზიციას უნდა მიეღო თავის მანდატები,

თუ ქართული ოცნება თანახმა იქნება, მათ პოზიციები მისცეს, რაც პარლამენტში მნიშვნელოვანია. რადგან მელიას არ ათავისუფლებენ, დასავლეთის წნეხი უნდა გაიზარდოს. 

მე გამოვედი ბატონი ივანიშვილისთვის და პრემიერმინისტრისთვის სანქციების დაწესების მოწოდებით იმ შემთხვევაში, თუ მელიას არ გამოუშვებდნენ. არ ვიცი, რამდენად სავარაუდოა ეს, მაგრამ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არ მგონია ბატონი კოლომოისკი, ბატონი პლახოტნიუკი და შესაბამისად უკრაინა და მოლდოვა ელოდნენ, რომ აშშ მათ სანქციებს დაუწესებდა, მაგრამ დაუწესეს.

ამიტომ, ფრთხილად ვიქნებოდი თბილისში რომ ვიჯდე და ვფიქრობდე, ეს ჩემთვის არასდროს მოხდება – შესაძლებელია. კონგრესი ბრუნდება, სესიები დაბრუნდა ვაშინგტონში და შეიძლება, მეტი ყურადღება იყოს ამაზე. უკვე იყო სენატის ქვეკომიტეტის მოსმენა საქართველოზე და ვფიქრობ, მეტი ყურადღება იქნება… – თქვა მან

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...