მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება რუსეთისთვის იყო ხელსაყრელი ''... - იან კელი

,,ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება რუსეთისთვის იყო ხელსაყრელი ”… – იან კელი

Published on

14 აპრილს საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის და გერმანიის მარშალის ფონდის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტის შეჩერების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებით რუსეთი იგებს.

რა არის რუსეთის მიზანი, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, მათ შორის, უკრაინისთვის? – მე ვფიქრობ, მათი მიზანია, დარწმუნდნენ, რომ საქართველო არ იღებს [NATO-ს] წევრობის სამოქმედო გეგმას, არ ხდება NATO-ს და ევროკავშირის წევრი.

მე ასევე შეშფოთებული ვიყავი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, როდესაც ანაკლიის პროექტი შეაჩერეს. ვფიქრობ, თუ შეხედავთ, თუ ვინ იგებს ამ გადაწყვეტილებით, რომ შავ ზღვაში არ აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი, ეს რუსეთია.

მე შეშფოთებული ვიყავი, ეს პორტი, ვფიქრობ, გაზრდიდა NATO-ს შესაძლებლობას, რომ კავშირი ჰქონოდა საქართველოს სანაპირო დაცვასთან, მეტი გემები ეწვეოდნენ [სანაპიროს], ეს ნამდვილად უზრუნველყოფდა დასავლეთის კუთხეს სამხრეთ დერეფნის კასპიის ზღვის ენერგიისთვის.

მე ვფიქრობ, [ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება] რუსეთისთვის ნამდვილად ხელსაყრელი იყო… 

სიახლეები

მან თქვა, რომ წინა ადმინისტრაციისგან ჩვენზე ბევრი ნეგატივი დახვდათ – ყაველაშვილი რუბიოზე

"ქართული ოცნებისა" და პირადად ოლიგარქ ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ იტალიაში საქმიანი საუბარი...

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...