ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ორშაბათამდე არ განაახლებს მუშაობას – 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
402

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე მუშაობას ორშაბათამდე არ განაახლებს , ამის შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც სასახლის 5 თანამშრონმელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების რჩევით, სასახლემ მუშაობა 19 აპრილამდე შეაჩერა.

„მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაცია, რომ ჩავატაროთ სადეზინფექციო სამუშაოები, რასაც ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გვაქვს, ეპიდემიოლოგების რჩევით ორშაბათამდე არ იმუშავებს სასახლეც“, – ამბობს
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დირექტორი დავით შამათავა.

სასახლის 5 თანამშრომელს კორონავირუსი 12 აპრილს დაუდასტურდა. თანამშრომლებს ტესტირება უკვე ჩაუტარდათ,ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

წინა სტატიაეს არ არის პროცესი, ეს არის პროცესის სიმულაცია – ბასილაია მელიას საქმეზე
შემდეგი სტატიასასამართლო პროცესი დასრულდა. – ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური