“რიონის მცველების” მსვლელობა- აქციის მონაწილეები ხეობის ბლოკირებას გეგმავენ

0
323

“რიონის მცველებმა” გუმათიდან ENKA-ს ერთ-ერთი ბაზისკენ გადაინაცვლეს.

ისინი გზის გადაკეტვას და ტერიტორიის ბლოკირებას გეგმავენ.

როგორც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, ისინიც ჩაკეტავენ ინვესტორი კომპანიის ტერიტორიას, ისევე, როგორც სახელმწიფომ სოფელი ნამოხვანი ჩაკეტა. 

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის რთულია, ამ პირობებში, ერთსა და იმავე ადგილას ვიდგეთ და ვითხოვდეთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას და ასე უსინდისოდ გვაიგნორებდეს ხელისუფლება, ამიტომ გადმოვინაცვლებთ დღეს კომპანიის ოფისთან, ერთ-ერთ ბაზასთან, სადაც გადავკეტავთ გზას, სადაც ჩვენც მოვახდენთ ხეობის სრულ ბლოკირებას, რომ ვერ გადაადგილდეს ვერავინ. თუკი ჩვენ გვეზღუდება ჩვენი კონსტიტუციური უფლებები აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, ვერც კომპანიის მანქანებმა უნდა შეძლონ ხეობაში გადაადგილება”. – თქვა ვარლამ გოლეთიანმა. 

პოლიციამ სოფელი რამდენიმე დღეა, ჩაკეტა და დემონსტრანტებს გადაადგილების უფლება შეუზღუდა.

წინა სტატიაENKA-ს ოფისთან მივალთ და გზას გადავკეტავთ, თუ ნამოხვანისკენ არ გაგვიშვებთ – ვარლამ გოლეთიანი
შემდეგი სტატიაპოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური