ნათია თურნავასთან დიალოგის სივრცე არ გვრჩება, ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას – ვარლამ გოლეთიანი

0
308

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქტივისტები ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას არ შეხვდებიან.

თურნავა გადაწყვეტილებებს “ვერ იღებს”, ამიტომ შეხვედრა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სურთ.

“ნათია თურნავამ, იმ ეტაპზე, როცა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი იყო მიპყრობილი შეხვედრის მიმართ, მიაყენა ათასობით ადამიანს შეურაცხყოფა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენს გამართულ აქციაზე ქუთაისში მოვითხოვეთ მინისტრის პასუხისმგებლობა ამ ნაწილში და გადადგომა, რადგან მისი საქციელით შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, შესაბამისად, დიალოგის სივრცე უშუალოდ ნათია თურნავასთან ჩვენ არ გვრჩება.

შემდეგი საფეხური გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ვინც მოდის, ეს არის ალბათ ბატონი პრემიერი, ის უნდა ჩართულიყო პირადად ამ საკითხებში და მასთან უნდა ყოფილიყო შემდგომი განხილვა, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთან. რადგან ის [ნათია თურნავა] ვერ ღებულობს გადაწყვეტილებებს. იმ შეხვედრიდანაც იმიტომ გაიპარა როგორც ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული რაღაცეების თქმა არ შეეძლო, როცა შევიდოდით პოლემიკაში, ამიტომაც აარიდა თავი. ამიტომ, მასზე უფრო მეტად ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები ჩვენს სახელისუფლებო წრეებში, ვითხოვთ იმ ადამიანთან შეხვედრას”, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

წინა სტატიასამეგრელო – ზემო სვანეთში კორონავირუსის 161 შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიადღეს ნიკა მელიას სასამრთლო პროცესი იქნება, რომელსაც თავად მელია დაესწრება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური