ეს არ არის პროცესი, ეს არის პროცესის სიმულაცია – ბასილაია მელიას საქმეზე

0
589

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მოსამართლე ნინი ჩახნაშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და თუ ივანიშვილი მელიას გათავისუფლებას გადაწყვეტს, მელია მხოლოდ ამ შემთხვევაში გათავისუფლდება.

“ეს არ არის პროცესი, ეს არის პროცესის სიმულაცია. ჩახნაშვილი არ არის მოსამართლე, ის ახმოვანებს ქართული ოცნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

ამ ეტაპზე, აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვა მას არ წამოუჭრია. იყო დაცვის მხარის შუამდგომლობები მტკიცებულებების დართვაზე, მათ შორის კობახიძის აღიარების დართვასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა, ეს არ გაგვკვირვებია. ვითომ კობახიძეს არც უთქვამს, რომ სასამართლო მისი ჯიბის სასამართლოა

რაც შეეხება აღკვეთის საკითხს, ამ სასამართლოს პირობებში, რა თქმა უნდა, სამართლებრივი, ლოგიკური მოლოდინები არ არსებობს ნიკას გათავისუფლების, თუმცა თუ პოლიტიკური წნეხი იქნება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნიკა გათავისუფლდება”,- თქვა ბასილაიამ.

წინა სტატიაგალიდან გადმოსული 49 წლის თენგიზ მელია დისკრიმინაციული კარანტინის შიშით ნათესავს შეეკედლა და სამედიცინო დახმარების გარეშე დაიღუპა
შემდეგი სტატიაზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ორშაბათამდე არ განაახლებს მუშაობას – 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური