მთავარისიახლეებისაზოგადოებაENKA-ს ოფისთან მივალთ და გზას გადავკეტავთ, თუ ნამოხვანისკენ არ გაგვიშვებთ - ვარლამ...

ENKA-ს ოფისთან მივალთ და გზას გადავკეტავთ, თუ ნამოხვანისკენ არ გაგვიშვებთ – ვარლამ გოლეთიანი

Published on

სოფელ გუმათში შეკრებილი რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ თუ პოლიცია მათ არ განუმარტავს, რის საფუძველზე არ უშვებენ სოფელ ნამოხვანში, მაშინ, პროტესტის ნიშნად, ENKA-ს ოფისთან მივლენ და გზას გადაკეტავენ.

“ახსნა-განმარტება უნდა გაგვიკეთონ, რატომ გვეკრძალება ჩვენ გადაადგილება, ზედა მიმართულებით, თუ ეს ახსნა-განმარტება არ მოგვეცემა მაშინ ლეგიტიმურია ჩვენგან, რომ გადავინაცვლოთ ქვევით და მთლიანად დავკეტოთ ეს გზა. ახსნა-განმარტებას კანონიერად ვითხოვთ, ახსნა-განმარტება თუ არ მოგვეცემა მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ანგარიშს არ გვიწევს ხელისუფლება და ჩვენი დაქირავებული მთავრობა, მაშინ გადავალთ და სხვა გზებით ვეცდებით, მშვიდობიანად, რა თქმა უნდა”, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობის მცველები, სოფელ ნამოხვანის მიმართულებით აქცია-მსვლელობას აპირებენ, პოლიცია მათ სოფლის მიმართულებით არ უშვებს. რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათი შეკითხვა ლეგიტიმურია და იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცველები მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ თბილისში ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.

სიახლეები

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...