დღეს ნიკა მელიას სასამრთლო პროცესი იქნება, რომელსაც თავად მელია დაესწრება

0
274

დატოვებს თუ არა უკანონო პატიმრობაში თბილისის საქალაქო სასამართლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, დღეს გახდება ცნობილი. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას თავად ნიკა მელიაც დაესწრება.

ენმ-ის თავმჯდომარეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 17 აპრილს ეწურება, ამიტომ მოსამართლე ვალდებულია, პროცესზე აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადასინჯოს.

მანამდე კი, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩატარდა. მოსამართლე
ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, მელია წინა სასამართლო პროცესიდან გააძევეს, რის გამოც სხდომებზე დასწრების უფლება არ ჰქონდა. მოსამართლემ არ გამოაცხადა შესვენება, იმისთვის, რომ მელია რუსთავის ციხიდან პროცესზე ჩაეყვანათ, ამიტომ პროცესი გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.

მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში “აზრთა სხვადასხვაობა” იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება “დროებით” გადადო.

გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი “ოცნების” ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.

წინა სტატიანათია თურნავასთან დიალოგის სივრცე არ გვრჩება, ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას – ვარლამ გოლეთიანი
შემდეგი სტატიაენგურში დაღუპულ ცოლ-ქმარს ოკუპირებულ გალში დღეს დაკრძალავენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური