თბილისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავეს

0
377

თბილისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან, დაპირისპირებაა, დევნილები და აქტივისტები – ,,მოძრაობა საქართველოს” წევრები აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეხვედრას და 5-დღიანი კარანტინის მოხსნას ითხოვენ. სამართალდამცავები აქტივისტებს შენობაში არ უშვებენ. დაიწყო დაკავებებიც. პოლიციამ უკვე გაიყვანა რამდენიმე აქტივისტი,მათ შორის შოთა დიღმელაშვილი და კახა კვეკვესკირი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ , რომ სახიფათო გზებით გადმოსვლის მიზეზი, როგორც საოკუპაციო რეჟიმის წესები, ასევე, საქართველოს მთავრობის დაწესებული 5-დღიანი კარანტინია.

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. შავი გზებით გადმოსვლის მცდელობას 7 აპრილს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წინა სტატიაირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
შემდეგი სტატია“აფხაზები უფრო შინაურებივით გვექცევიან და თქვენ რა გჭირთ საქართველოს მთავრობა?” -რას წერენ “ოდიშინიუსს” ოკუპირებული აფხაზეთიდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური