მთავარიUncategorizedისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაცია დღეიდან, 12 აპირილიდან შეეძლებათ

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაცია დღეიდან, 12 აპირილიდან შეეძლებათ

Published on

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაცია დღეიდან, 12 აპირილიდან შეეძლებათ.მსურველები პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/უნდა დარეგისტრირდნენ. პროცესი კი მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული;
  • უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
  • ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
  • ნასამართლეობის არმქონე;
  • ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
  • არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
  • არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
  • კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;
  • კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის და სხვა ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

სიახლეები

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...