მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისი პარალიზებულია - რიონის ხეობის მცველების პროტესტი

ქუთაისი პარალიზებულია – რიონის ხეობის მცველების პროტესტი

Published on

ქუთაისის ცენტრი პარალიზებულია – რიონის მცველებმა, სოფელ გუმათიდან ქალაქში გადაინაცვლეს. ამბობენ, რომ ნამახვანჰესის აშენებას არ დაუშვებენ. 

რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ გუმათში ცოტა ხნის წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

უწყება აცხადებს, რომ არ დაუშვებენ პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოხადენენ სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე”, – წერია უწყების განცხადებაში.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...