კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად საზღვარგარეთ წავიდა

0
419

თბილისის მერი კახა კალაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად, საზღვარგარეთ წავიდა. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს მერიის პრესსამსახურში უთხრეს, კალაძე საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება, თუმცა, რომელ ქვეყანაში იმყოფება ის, მერიის თანამშრომლებს ინფორმაცია არ აქვთ. 

კახა კალაძემ დღეს საკუთარი Facebook live-ის დროს თქვა, რომ უცხოეთში იყო. განმარტა ისიც, რომ საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებოდა.

ცნობისთვის, 28 მარტს, კახა კალაძეს იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მერი კლინიკიდან 4 აპრილს გაწერეს.

წინა სტატიაერთი ქათმის წონა ქალმა პოლიტიკური მგლის – ივანიშვილის იმედით კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა იშვილა
შემდეგი სტატიამორიგი დარტყმა ლარის კურსზე – ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო მთავრობას საგარეო ვალის დაბრუნება 2-ჯერ მეტი თანხით უწევს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური