12 აპრილი: კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი

0
260

დაავადებათა კონტროლის ცენტრის 12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 526, ხოლო გარდაიცვალა — 6 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისი – 202 შემთხვევა;
  • აჭარა — 46;
  • იმერეთი — 19;
  • ქვემო ქართლი — 14;
  • შიდა ქართლი — 14;
  • გურია — 9;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი — 40;
  • კახეთი — 5;
  • მცხეთა-მთიანეთი — 7;
  • სამცხე-ჯავახეთი — 2;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 1.

გუშინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქარველოში კორონავირუსის . მესამე ტალღა დაიწყო.იგი ამას ფართომასშტაბიან თავშეყრებს უკავშირებს.

დღეს,12 აპრილს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

“შეიძლება ვინმე შემეკამათოს, რომ მუდმივად სოლიდარობის გამოჩენა ამ თავშეკავებაში ძნელია. კიდევ ერთხელ გამოვიჩინოთ, შემთხვევებმა უკვე მოიმატა. საბედნიეროდ, ჯერ არ არის სიკვდილობის მატება. ამას უნდა გავუფრთხილდეთ, თორე, თუ დაიწყო მესამე ტალღა, სიკვდილობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ.

დღეიდან მთელი მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადეების უპირობო გამოყენებაზე ღია და დახურულ სივრცეში. მოვახერხოთ და უახლოესი 2-3 თვის მანძილზე უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე. აი, ამას თუ შევძლებთ და დღეში 6-7 ათასი ვაქცინაცია გვექნება, ჩვენ თავიდან ავიცილებთ მესამე ტალღას”, — თქვა მან.

წინა სტატიასაზოგადოების პეტიცია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის ხელისუფლების მიერ დაწესებული კარანტინის გაუქმების მოთხოვნით
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური