ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში ორი მუშა დაშავდა

0
403

ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში ორი მუშა დაშავდა. მუშები საბურავს აყენებდნენ, რა დროსაც მექანიზმის ნაწილი დაზიანდა და გასკდა.

მთავარი არხი სცნობით, ერთ-ერთმა მუშამ დაზიანება თავის არეში მიიღო და მისი მდგომარეობა მძიმეა. თავდაპირველად ის სენაკში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მდგომარეობა გართულდა, ქუთაისში, unical medi-ში გადაიყვანეს. დაშავებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

მეორე მუშამ დაზიანება სახის არეში მიიღო, მხედველობის პრობლემა აქვს და მკურნალობას თბილისში, თვალის კლინიკაში გააგრძელებს.

საქმეზე მოკვლევა სსკ-ის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომითი უსაფრთხოების ზომების დარღვევას და გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.

წინა სტატია,, ვლოცულობთ პრინც ფილიპეს უკვდავი სულისათვის” – ილია მეორის სამძიმრის წერილი დედოფალ ელისაბედ მეორეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში დააკავეს ყოფილი პოლიციელი, რომელმაც 31 მარტს ცოლისძმას ესროლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური