საქართველოში გლოვის დღეა – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები

0
491

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 11 აპრილის 00:00 საათამდე დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშები.

7 აპრილს, მდინარე ენგურში გალიდან წამოსული 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გავლით ცდილობდნენ, რათა ოკუპანტებისთვის თავი აერიდებინათ, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ წაიღო.

წინა სტატია4-11 მაისი უქმე დღეები იქნება – მთავრობამ დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია გასცა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე ევროპული საქართველოს თავმჯდომარის პოსტს და პარტიას ტოვებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური