მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოლიციამ რიონის ხეობის მცველი დააკავა

პოლიციამ რიონის ხეობის მცველი დააკავა

Published on

რიონის ხეობაში აქტივისტების  დაკავებები გრძელდება. იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის  
თანამშრომლებმა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე წუხელ დააკავეს. ახლობლების  ინფორმაციით, ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამოხვანში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა.

ლაშა ქუთათელაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი თავდაპირველად ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც მისი თანმხლები პირები გაფრთხილებით გაუშვეს, ქუთათელაძე კი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დააკავეს.
დაკავებულის ინტერესებს “საია” იცავს.

რიონის ხეობაში კი ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კარვებში უკვე 167-ე  ღამე გაათიეს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...