ფოთისა და ხობის მიტოპოლიტი მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიერ მიღებული სადამსჯელო გადაწყვეტილებების შესახებ

0
340

თუ ვინმეს ჭყონდიდის ეპარქიაში გატარებული ღონისძიებების შედეგად პრობლემა მოგვარებული ჰგონია, თავს იტყუებს.- ფოთისა და ხობის მიტოპოლიტი მეუფე გრიგოლი, 4 აპრილის ქადაგებასა და ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს. მეუფე გრიგოლის განცხადებას წინ მეუფე სტეფანეს მიერ მიღებული სადამსჯელო გადაწყვეტილებები უძღოდა.

“თუ ვინმე თვლის, რომ უკვე გატარებული ღონისძიებების შედეგად დასახული ამოცანა შესრულებულია და ამით პრობლემა ამოწურულია, ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა! ნებისმიერი მწვავე პრობლემა მრავალი წახნაგისგან შედგება და მის არსში გასარკვევად განხილული და გაანალიზებული უნდა იქნეს მთელი მოცემული სიტუაცია მთლიანობაში. პრობლემები არამც და არამც არ გაქრებიან – მათი პირდაპირი თუ ირიბი – უგულებელყოფის შედეგად, არამედ მათ შესაძლოა კიდევ უფრო მწვავე და მძაფრი ხასიათი შეიძინონ. თუკი ჩვენ დღეს ეკლესიაში არსებული პრობლემების თაობაზე წუხილს გამოვთქვამთ, ამან კი არ უნდა შეაკრთოს ან შეაშინოს ვინმე, არამედ უნდა დააფიქროს არსებული პრობლემის ძირებზე, რადგან ჩვენი (ანუ მწყემსთა) მისიაა ცხვრების შეკრება და არა გაბნევა, შერიგება და არა – დაპირისპირება და დაყოფა. აქ განგებ არ ვსაუბრობთ პრობლემის დეტალებზე, რადგან დღეს არსებულმა ემოციურმა აღქმებმა შესაძლოა სხვა მიმართულებით წარმართოს ადამიანის გონება”, – ამბობს, მეუფე გრიგოლი.

გარდა ამისა, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ეკლესიაში ღრმა და მწვავე პრობლემები არსებობს, რომელიც კრიზისს იწვევს.

“ღრმად მწამს და მჯერა, რომ ჩვენი ეკლესიის წიაღში არის საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ეკლესიაში არსებულ აქტუალურ და უაღრესად მწვავე პრობლემებზე დაიწყოს სერიოზული დისკუსია; ამის პრეცენდენტი უნდა გახდეს თუნდაც ბოლო დროს განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებზე მსჯელობა, რისთვისაც კანონიკური საფუძველი მოამზადა და საკითხზე მსჯელობის ვალდებულება დაგვაკისრა წმიდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის დადგენილებამ (დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე). შესაბამისად, გადაუდებელ ამოცანად გვესახება არსებულ პრობლემებზე კვალიფიციური მსჯელობის დაწყება და მისი  კანონიკურ ჩარჩოებში წარმართვა”, – თქვა მან.

თავის მხრივ ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველს, მეუფე გრიგოლს ღიად აკრიტიკებს და “ბატონ მეუფედ” მოიხსენიებს. იგი ამბობს, რომ მეუფე გრიგოლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ეპარქიაში არსებულ ვითარებას ეხებოდა მის გულისწყრომას იწვევს და იმ სასულიერო პირებს აქეზებს, რომლებიც ჭყონდიდში სტეფანე კალაიჯიშვილის მმართველად დანიშვნას აპროტესტებენ და საპატრიარქოს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ. მეუფე სტეფანეს თავის ქადაგებაში არ დავიწყებია არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაც

წინა სტატიაგიგა ბოკერია პარტიიდან წასულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მცდარს უწოდებს
შემდეგი სტატია11-თვიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩი ბრუნდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური